აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივი განცხადება (21 ივნისი)

აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივი განცხადება

ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში.