ერთობლივი განცხადება აფხაზეთში ეგრეთ წოდებული “საპრეზიდენტო არჩევნების” შესახებ (26 აგვისტო)

ერთობლივი განცხადება აფხაზეთში ეგრეთ წოდებული “საპრეზიდენტო არჩევნების” შესახებ (26 აგვისტო)

 

ბულგარეთი, ჩეხეთი, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და არ აღიარებს მის შედეგებს.

ასევე, ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასა და შედეგებს.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაშვება და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმება.