ელჩი კელი დეგნანი: მზად ვართ? მოხარული ვართ, რომ მოვედით ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და შესანიშნავია, რომ ვხედავთ დღეს ასაცრელად მოსულ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ჩვენ შევძელით საქართველოსთვის კოვიდ-19-ის პფაიზერის ვაქცინის 500 000 დოზის ჩუქება და ნამდვილად მოხარული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე გამოდის ახლა, რათა დარეგისტრირდეს და აიცრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ დელტა შტამი საქართველოშია და ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ვაქცინაცია საუკეთესო გზაა საკუთარი თავის, თქვენი საყვარელი ადამიანებისა და თქვენი ეკონომიკის პანდემიისგან დასაცავად. ამგვარად, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ხალხს, გთხოვთ, გამოდით და აიცერით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აიცრათ. კიდევ ერთხელ, შეერთებული შტატები პანდემიის დასაწყისიდანვე ეხმარებოდა საქართველოს და ჩვენ გვსურს, რომ მას ვაქცინაციის ეტაპზეც დავეხმაროთ. არსებობს ერთი რამ, რაც ნამდვილად შეებრძოლება ამ პანდემიას და ეს არის უსაფრთხო, ეფექტური ვაქცინა. მადლობა! მადლობა! აიცერით!
ენა