Flag

An official website of the United States government

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი და ელჩი სტერლინგი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივნისი 7, 2021

შეერთებული შტატები ურყევად ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერმა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ელჩმა ადამ სტერლინგმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და პარლამენტში ოპოზიციურ ლიდერებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაცია განიხილეს.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციური ქმედებებისა და მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიმართ ყურადღების მიპყრობას გააგრძელებს.