Flag

An official website of the United States government

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, რიკერის შეხვედრა მედიის თავისუფლების მხარდამჭერებთან
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივნისი 7, 2021

 

მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებებში, არამედ საზოგადოების მიერ ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი წუხელ თბილისში ჩამოვიდა და საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო.

ამ დილით ის საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერებს შეხვდა. მან ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში იყოს. პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია. მსოფლიოში ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს საკუთარი რწმენა, ჩარევის გარეშე ჰქონდეს მოსაზრებები, იძიოს, მიიღოს და გააზიაროს ინფორმაცია და იდეები. მედიისთვის მეტი თავისუფლებისა და ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის უფრო მაღალი დონის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა უფლებადამცველთა წუხილი და იდეები მოისმინა.