ელჩი დეგნანი ვაზიანში GDP-RSM სასერტიფიკაციო სწავლების დახურვის ცერემონიას დაესწრო















დღეს ელჩ კელი დეგნანს ჰქონდა პატივი, დასწრებოდა ავღანეთში დისლოკაციის პროგრამის – მტკიცე მხარდაჭერის მისიის (GDP – RSM) სასერტიფიკაციო სწავლების დასრულების ცერემონიას. ეს სწავლება არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამ პროგრამის 10 წელზე უფრო ხანგრძლივ ისტორიაში, როდესაც საქართველო იღებს წამყვან როლს დაგეგმვაში, აღსრულებასა და სწავლების მასპინძლობაში. საქართველომ აჩვენა NATO-ს მხარდაჭერისათვის არა მარტო მისი მზადყოფნა, არამედ ამ მისიისთვის საკუთარი თავდაცვის დანაყოფების წვრთნისა და სერტიფიცირების უნარი.
ელჩმა დეგნანმა პირადად გადაუხადა მადლობა ავღანეთში დისლოკაციის პროგრამის მონაწილე მამაც ჯარისკაცებს სამსახურისათვის და მისიაში მონაწილეობისთვის გამგზავრებისას მათ წარმატება უსურვა.