საქართველოში რესტორნების ინდუსტრიის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების საკვებ პროდუქტზე და სამუშაო ადგილები ამ პროდუქტის წარმოების, დამუშავებისა და დისტრიბუციისთვის. ბრედფილდის კომერციული საცხობი ლოჭინის ხეობაში ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციითა და აშშ-ის ბიზნეს პარტნიორობით სარგებლობს. კომპანია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ მაკდონალდსის რესტორნებს ფუნთუშეულით ამარაგებს.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე საცხობი ფართოვდება და 100 ადამიანს დაასაქმებს. ეს კი ამერიკული რესტორნის ლეგენდარული ქსელის გაფართოებასა და რეგიონის მასშტაბით კვების ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. აშშ-ის საელჩო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მეშვეობით, მაკდონალდსთან ერთად საქართველოში ბოსტნეულისა და მწვანილის მწარმოებელთა საერთაშორისო სერტიფიცირებას აფინანსებს, რომ მათ მაკდონალდსის რესტორნების მომარაგება შეძლონ. ამ პარტნიორობით ქართველი ფერმერები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს მოამარაგებენ.
ელჩმა დეგნანმა ბრედფილდის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, მან მაკდონალდს საქართველოში წარმატებით გაფართოება მიულოცა და საელჩოს მიერ ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების ურყევ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.




