














დღეს ელჩი კელი დეგნანი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესთან ერთად დაესწრო ორი ქართველი სტუდენტის სასწავლო კურსისა და სტაჟირების დასრულების გამოსაშვებ ცერემონიას. ეს სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის – WRAID და სან დიეგოს – SDSU სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟირების პროგრამაში.
სტუდენტების მონაწილეობით ჩატარებული კვლევის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ ელჩმა დეგნანმა მიულოცა სტუდენტებს ნათია ინაძეს და დავით ხუციშვილს WRAID – SDSU სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულება. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა კვლავაც მზად არის შეიტანოს წვლილი ახალგაზრდა ლიდერების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში, მათ შორის ბიოსამედიცინო კვლევითი მეცნიერების სფეროში. დღევანდელმა კრიზისმა გამოავლინა, რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირება ბიოსამედიცინო მეცნიერების შესაძლებლობების განვითარებაში და სამომავლოდ ამ სფეროს ძლიერი პროფესიონალების ხელშეწყობა.
ელჩმა მინისტრ ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა ლუგარის ცენტრი, რათა პირადად ენახა ის სასიცოცხლი მნიშვნელობის საქმიანობა, რასაც ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობის დაცვის თავდადებული პროფესიონალები ეწევიან. ელჩმა აღნიშნა, რომ უნდა ითქვას, თუ რას ემსახურება დეზინფორმაციის შეტევები: ეს არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული შრომისათვის ხელის შეშლის მცდელობა.