Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანი დაესწრო ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (28
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივლისი 28, 2020

მარც-მარჯ: ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე, ელჩი დეგნანი. ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
მარც-მარჯ: ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე, ელჩი დეგნანი. ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა,  ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა ჰეპატიტის მსოფლიო დღე. ვირუსული ჰეპატიტი რჩება დიდ გლობალურ გამოწვევად, რომელსაც ხშირად „ჩუმ ეპიდემიასაც“ უწოდებენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით, წინა ხაზზე იბრძვის ჰეპატიტის ეპიდემიის წინააღმდეგ.

ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობას საქართველოსა და კავკასიაში.