



პროფესიული განათლების დაჯილდოების პროგრამა. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
პროფესიული განათლების დაჯილდოების პროგრამა. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
პროფესიული განათლების დაჯილდოების პროგრამა. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
პროფესიული განათლების დაჯილდოების პროგრამა. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა პროფესიული განათლების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე. ეს ღონისძიება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ პროფესიული სასწავლებლები საქართველოში ადამიანური კაპიტალის შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის ჩამოყალიბების პროცესში.
პროფესიული განათლების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც თავდაპირველად დაარსდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ და რომელსაც ამჟამად მართავს ათასწლეულის ფონდი, წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერის ნაწილს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით. 2017 წლიდან, პროფესიული განათლების დაჯილდოების ცერემონიამ ხელი შეუწყო პროფესიული განათლების სექტორის ტრანსფორმაციას, რათა ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეს წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება შეძლებოდათ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ელჩ დეგნანთან ერთად ულოცავს ღონისძიების წლევანდელ გამარჯვებულებს – ხატია ნადარეიშვილს „საუკეთესო სტუდენტის“ ტიტულის მოპოვებას; არჩილ ცინცაძეს „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელს“; ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას „2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების“ ნომინაციაში გამარჯვებასა და „წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს“ ს.ს. ენერგო-პროს.