Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რაჭის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 7, 2022

 

რაჭა უდავოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, როგორც თვალწარმტაცი პეიზაჟების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრის გამო. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ელჩმა დეგნანმა საელჩოს სახელით გამოთქვა მზაობა რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. მასპინძლებს, ასევე, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შესახებაც უამბო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს არაერთი ისტორიული ძეგლი შენარჩუნდა. დღემდე, ამერიკის მთავრობას ოცი პროექტი $2 მილიონით აქვს დაფინანსებული საქართველოს სხვადასხვა საგანძურის გადასარჩენად.

მადლობას ვუხდით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ქრისტინე კობახიძესა და მოადგილე ლაშა ჭიჭინაძეს საინტერესო შეხვედრისთვის, თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის. აგრეთვე, დიდი მადლობა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვედრაში მონაწილეობისათვის.