Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანი საუბრობს პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
მარტი 4, 2020

ელჩი კელი დეგნანი საუბრობს პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა, გაეროს ქალთა ორგანზიაცია

დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. ელჩმა ისაუბრა მმართველობაში ქალთა მნიშვნელოვანი როლის მზარდ აღიარებასა და მათი ჩართულობის შედეგად დემოკრატიის საგრძნობ წარმატებაზე. მათ შორისაა მეტი რეაგირება მოქალაქეთა საჭიროებებზე, გაზრდილი პარტიული და მრავალეთნიკური თანამშრომლობა და უფრო მდგრადი მომავალი. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ და სოციალური მედიის მეშვეობით ვირტუალურ თავდასხმებს.

ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული აღნიშნული საკითხების მოგვარებაში. საქართველოში, სადაც ქალთა მმართველობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ჩვენ დავაფინანსეთ პროგრამები იმ მიზნით, რომ უფრო მეტად განვავითაროთ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. მზად ვართ, ამ ტიპის პროგრამების გასაგრძელებლად, რათა თითოეული ქალი თავს გრძნობდეს კომფორტულად და მზად არჩევნებში მონაწილეობისთვის.