

საქართველოს საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს სანაპირო საზღვრის მთლიანობაში. გასულ კვირას ელჩი დეგნანი სასაზღვრო პოლიციის უფროს მოადგილეს გოჩა ჯანჯღავასა და მართვის ცენტრის უფროს შოთა მიროტაძეს შეხვდა და კიდევ ერთხელ აღუთქვა შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი უწყებათაშორისი ოპერაციების ცენტრია, რომელიც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან ახდენს ინფორმაციის კოორდინირებასა და გაცვლას იმ მიზნით, რომ პროაქტიულად დაიცვას საქართველოს საზღვაო სივრცე და დაეხმაროს არალეგალურ აქტივობებში ეჭვმიტანილი გემების აღმოჩენას.
აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ მართვის ცენტრის ჩამოყალიბებას დაეხმარა და განაგრძობს მისი განვითარების მხარდაჭერას ტრენინგით, წვრთნებით, საზღვაო სივრცის ათვისების გასაუმჯობესებელი აღჭურვილობითა და შავი ზღვის რეგიონულ პარტნიორებთან თავსებადობის გაზრდით.