ელჩი დეგნანი თბილისის ფოტო გამოფენის გახსნის შესახებ : მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები თბილისის ფოტო ფესტივალის გახსნას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ფოტოგრაფების ამ მართლაც გასაოცარ გამოფენას, რომელიც ასახავს წინა საუკუნის პერიოდს და კიდევ მეტს. ვფიქრობ ღირს აქ მოსვლა და დროის გატარება ამ შტამბეჭდავი, ზოგჯერ მტკივნეული, და ძალიან ემოციური ფოტოების შეგრძნება, რომლებიც გადაღებულია ამ არაჩვეულებრივი ხელოვანების მიერ. გთხოვთ მოხვიდეთ და დაათვალიეროთ ეს გამოფენა.
შეკითხვა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ
ელჩი დეგნანი: რასაკვირველი ჩვენ გვაწუხებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა. როდესაც საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების აზრის გათვალისწინება. მოხარული ვარ, რომ არსებობს მრავალდისციპლინური ჯგუფი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებს. ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის მდგომარეობას.
შეკითხვა არჩევნების შესახებ
ელჩი დეგნანი: ვიმედოვნებ, რომ ამომრჩევლებს ექნებათ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. როგორც ჩანს, ისინი [არჩევნები] არ იქნება სრულყოფილი; ჩვენ გასულ წელს ვნახეთ, რომ არასტაბილური, დანაწევრებული და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ პროგრესს, აგრეთვე COVID-ისა და სხვა საკითხების მოგვარებას. თუ უსამართლობას გრძნობ, არსებობს ბევრი გზა იმისათვის, რომ იბრძოლო. ჩვენ ყოველთვის მოვუწიდებთ ყველას, რომ ეს ბრძოლა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებსაც საქართველო აშენებს, ისეთი როგორცაა პარლამენტი, სადაც, ჩვენი აზრით, შესაძლებელია ცვლილებებისთვის ბრძოლა. მე, გულწრფელად, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამომრჩევლები, რომლებიც ხმას აძლევენ ოფიციალურ პირებს იმსახურონ თავისი ქვეყნისთვის – საკუთარ ხმას პარლამენეტში გააჟღერებენ.
შეკითხვა უკრაინელი ჟურნალისტისა და მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ქვეყანაში არ შემოშვების შესახებ
ელჩი დეგნანი: უკაცრავად, მაგრამ, მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებზე ვარ და არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ კომენტარი გავაკეთო
შეკითხვა ოცნების მხარდამჭერთა აქციის შესახებ:
ელჩი დეგნანი: უნდა აღვნიშნო, რომ, მიმაჩნია დიდი აქციები – ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ორგანიზებით – სარისკოა მაშინ, როდესაც მაღალია COVID ინფიცირებულთა რაოდენობა. ახლა არ არის შესაფერი დრო ხალხის დიდი ჯგუფების ერთად შეკრებისთვის. ამავდროულად, არსებობს მშვიდობიანი შეკრების, და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. აქ საკვანძო სიტყაა „მშვიდობიანი“. ახლა ვუახლოვდებით ხანგრძლივი და სადავო არჩევნების საბოლოო ეტაპს. ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს – გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სხვადასხვა მხრიდან პოლიტიკური ლიდერების მიერ სიმშვიდისკენ მოწოდებები მნიშვენლობისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელია. იმედი მაქვს, რომ [პარტიების] მხარდამჭერები საშუალებას მისცემენ ამომრჩევლებს შაბათს, მშვიდ გარემოში მისცენ ხმა. სწორედ ამის იმედი გვაქს. გმადლობთ.