Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარები მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 7, 2022

შეკითხვა შეხვედრის შესახებ

ელჩი დეგნანი: ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან. მე ნამდვილად ვაფასებ, რომ მან შეძლო შეხვედრისთვის დროის დათმობა. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემები, მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი ნატოში და შეხვედრები საქართველო-ნატოს კომისიასთან. ასევე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე. ჩვენ მოვუწოდეთ სპიკერს,  ეს პროცესი გაეხადა უფრო მეტად სამსჯელო: დაუთმონ კანონით გათვალისწინებული სრული დრო, რათა საუკეთესო კანდიდატები იპოვონ ამ უმნიშვნელოვანესი პოზიციებისთვის.  ორივე პოზიციის პასუხისმგებლობაა საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენად დიდი ინფორმაციაა ჩვენს შესახებ ხელმისაწვდომი ონლაინ და ამიტომ, მონაცემთა დაცვა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე უწინ იყო. სახელმწიფო ინსპექციის სამსახური პასუხისმგებელია დარწმუნებული იყოს, რომ მოქალაქეთა ადამიანის უფლებები დაცულია. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. ისინი უნდა იყვნენ ამ უწყებების ძალიან კვალიფიციური ხელმძღვანელები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმე ახალი ინსპექტორის და მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესის დაწყებამდე დაიხურება. ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი მისი კანონიერი ექვსწლიანი ვადის დასრულებამდე. მისი და მისი მოადგილეების  საქმიანობასთან დაკავშირებით ბოლო სამი წლის განმავლობაში პარლამენტში ან სხვა უწყებაში არ გამოთქმულა არავითარი პრეტენზია.  ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია,  საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა დაასრულოს საქმე მანამ, სანამ ახალი კანდიდატები შეირჩევიან ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე.

შეკითხვა პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტზე

ელჩი დეგნანი: ნამდვილად არ არის ჩემი გადასაწყვეტი, უნდა იყოს თუ არა საგამოძიებო კომიტეტი. მე მჯერა, რომ პროცედურული წესებით, საკითხზე უფლებამოსილი პირები პარლამენტარები არიან, საკმარისი მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში კი, პროცესიც იწყება. მაგრამ ეს ნამდვილად პარლამენტის წევრების გადასაწყვეტია.

შეკითხვა სააკაშვილის მიერ საკუთარი სასჯელის გასაჩივრებაზე

ელჩი დეგნანი: ჩემი საქმე არ არის სასამართლო განაჩენის არსებითად შეფასება. სააკაშვილმა მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ეს წინასწარ აწონ-დაწონილი და სწორი მიდგომაა მისი პატიმრობის გასაჩივრებისათვის, თუმცა კანონის უზენაესობისა და ამ კანონის დაცვის თვალსაზრისით, ჩვენთვის მთავარი ინტერესია დავრწმუნდეთ, რომ ბატონი სააკაშვილის ადამიანის უფლებები დაცული იყოს, რომ მას ღირსეულად ეპყრობიან, რომ ის იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას და სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს პრინციპით. ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლებისთვის მოწოდებას პატივი სცენ მის ადამიანის უფლებებს. დიდი მადლობა.