Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის მედია კომენტარი ამერიკის სავაჭრო პალატის მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის დროს
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 29, 2021

შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე პირველად დასწრების შესახებ

ელჩი კელი დეგნანი: მოხარულივართ, რომ მიხეილ სააკასვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, თუ მას ეს ენდომებოდა, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ყველა ბრალდებულს უფლება აქვს ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი, და დაესწროს პროცესს სურვილის შემთხვევაში. მოხარული ვარ, რომ მას ამის საშუალება აქვს. იმედი მაქვს მისი მომხრეები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რასაკვირველია, მშვიდობიანი პროტესტის უფელება აქვთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი სიტყვაა მშვიდობიანი. ასევე იმედი მაქვს ისინი არ ჩაერევიან მართლმსაჯულების აღსრულებაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია ამ სცენარში.

შეკითხვა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნის მიუხედავად ეს პროცესიგადადებულიყო

ელჩი კელი დეგნანი: ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს პროცესი გრძელდება. საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რომელსაც საქართველოში15 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მათ მოილაპარაკეს და შეათანხმეს სამოქმედო გეგმა სასამართლო რეფორმისთვის 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც რჩება ძალიან სასარგებლო გზამკვლევად. მისი ყოველი ელემენტი ეფუძნება საერთაშორისო და საშინაო პროფესიონალი იურისტების რეკომენდაციებს. მათგან ბევრი, მაგალითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, პარლამენტმა ითხოვა. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციები შესაბამისობაში საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც პარლამენტმა თვითონ მოითხოვა. ასე რომ, დამაბნეველია, რატომ გრძელდება დანიშვნის პროცესი მაშინ, როდესაც ქართველმა ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტია გასაკეთებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დამსახურებაზე დაფუძვნებული სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

ვფიქრობ, ჩვენ ნათლად აღვნიშნადით განცხადებებში: გთხოვთ გააკეთეთ ის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლო სისტემის საუკეთესო გზით გაუმჯობესებისთვის, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დამსახურებაზე დაფუძვნებული, დამოუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად. დღეს, ამერიკის სავაჭრო პალატაში საუბრისას, ვფიქრობ, ვიხილეთ ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ინვესტორებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს, სურთ იცოდნენ, რომ აქ არსებობს საქმიანობის თანაბარი პირობები, როდესაც ისინი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ სურთ იცოდნენ, რომ მათი კონტრაქტების განხილვა მიუკერძოებელ სასამართლო დარბაზებში მოხდება და იქნება გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, თუკი მათ ასეთი სახის დავა ექნებათ. თუ ისინი საქართველოში ამას არ დაინახავენ, სხვაგან განახორციელებენ ინვესტიციას. ჩვენ, აშშ-ის საელჩო, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოში ინვესტიციები, ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს და შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის. ამისთვის კი მთავარია გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.

შეკითხვა ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გულის შეტევით გარდაცვალების შესახებ, სავარაუდო ზეწოლის შედეგად. ოპოზიცია მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს გამოძიებაში დახმარებას. რა არის თქვენი პოზიცია?

ელჩი კელი დეგნანი: ძალიან, ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. საკრებულოს ახლად არჩეული წევრი, თავისი ხალხის სამსახურისთვის არჩეული, ჩანდა რომ პატიოსანი ადამიანი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა ნამდვილი ტრაგედია იყო. რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე საფუძველი, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება. ვფიქრობ ხალხი შეშფოთებულია, არსებობს შეკითხვები, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება დროულად, იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს რა მოხდა.