Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან საგანგებო სიტუაციების ცენტრის ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 17, 2021

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: საგანგებო სიტუაციების ცენტრის ტრენინგი არის კიდევ ერთი მაგალითი იმ ძალისხმევისა , რასაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ახორციელებს საქართველოში წლების მანძილზე, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა სახის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისას საქართველოსა და რეგიონში. აშშ თანამშრომლობს საქართველოს მრავალ სახელმწიფო უწყებასთან, რათა დაეხმაროს საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და დაავადებათა კონტროლის გაძლიერებას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას საქართველოსა და ამერიკას შორის საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროგრესის გასაძლიერებლად.