შეკითხვა გემების პორტში შემოსვლის შესახებ
ელჩი დეგნანი: ჩვენ ძალიან მოხარული ვართ და ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო ამერიკული ხომალდების: მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდის „პორტერი” და სამეთაურო მართვის ხომალდის „მაუნთ უიტნი ეკიპაჟებს. „მაუნთ უიტნი“ აქ იყო 2008 წლის სექტემბერში, უფრო სწორად ფოთში, და საქართველოში ჩამოიტანა უაღრესად საჭირო ჰუმანიტარული დახმარებით რუსეთის შემოჭრის შემდეგ.
ეს არის საქართველოსა და აშშ-ის შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითი. ეს არა მხოლოდ ერთობლივი და ურთიერთ თავსებადი მოქმედების დახვეწის შესაძლებლობაა, არამედ ეს არის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გეორგაფიული რეგიონისადმი ჩვენი ერთგულებისა და საქართველოს ურყევი მხარდაჭერის ნიშანი. ამ ტიპის ხომალდები აშშ-ის საზღვაო ძალებს აძლევს შესაძლებლობას, ხმელეთზე ჯარის განთავსების გარეშე, წინასწარ განისაზღვროს ძალის გამოყენება როცა და სადაც საჭირო გახდება. ჩვენი ორი გემის მეზღვაურებს ქონდათ შესაძლებლობა ესიამოვნათ ქართული სტუმართმასპინძლობით ბათუმში. ისინი აგრეთვე შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სხვადასხვა რელიგუირი კონფესიების წარმომადგენლებს. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ ბათუმს, და რასაკვირველია , აჭარის რეგიონს გემების ასეთი ძლიერი მხარდაჭერისა და მასპინძლობისთვის. ადვილი არაა ორო ამდენად დიდი გემის მიღება; ეს მათ მოქნილობითა და კეთილგანწყობით შეასრულეს. ძალიან მოხარული ვართ აქ ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ღერძია. ვფიქრობ ეს ალბათ საუკეთესო გამომჟღავნებაა იმისა, თუ რამდენად ზრუნავს ამერიკა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. დიდი მადლობა!
შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ
ელჩი დეგნანი: აშშ-ი აგრძელებს ბატონი სააკაშვილის პატიმრობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახლო დაკვირვებას. სამედიცინო ჯგუფის შეაფასებისა და, დღეს, სახალხო დამცველის გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულების არასათანადო მდგომარების შესახებ განცხადების ფონზე, მოვუწოდებთ მთავრობას სააკაშვილს დაუყონებლივ გაეწიოს საჭირო სამედიცინო მომსახურება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, მოვუწოდებთ ბატონ სააკაშვილს , მივმართავთ მას თხოვნით, დაეთანხმოს ექიმების რეკომენდაციებს და ჩაიტაროს მათი შეხედულებით საჭირო მკურნალობა. ვითარება ნამდვილად ძალიან სენსიტიური და ემოციურია; მაგრამ ახლა პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბატონი სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ჩვენი მკაფიო რეკომენდაციაა მთავრობისადმი მისთვის საჭირო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.
მას უნდა მოექცნენ სამართლიანად და ღირსებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობა პასუხისმგებელია დაიცვას პატიმრები ზეწოლისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური, ასევე უზრუნველყოს სამედიცინო მკურნალობა და უსაფრთხოება.
კვლავ, მოვუწოდებთ მთავრობას და თხოვნით მივმართავთ, რომ ბატონ სააკაშვილს დაუყონებლივ ჩაუტარდეს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.
შეკითხვა პრეზიდენტ ბაიდენის ნავალნზე განცხადების შესახებ, რუსეთზე… აშშ-ი რატომ იგივეს არ აკეთებს სააკაშვილთან მიმართებით
ელჩი დეგნანი: როგორც ერთი წუთის წინ აღვნიშნე, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობას ძალიან ახლოს ვაკვირდებით, ვაგრძელებთ ურთიერთობას სახალხო დამცველთან, სხვებთან, და პოლიტიკურ ლიდერებთან მისი მდგომარების შესახებ. პრიორიტეტი უნდა იყოს მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. ამიტომ, მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნვეყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქიკური სამედიცინო მკურნალობა სრულად აღჭურვილ სამედიცინო კლინიკაში.
შეკითხვა ქართული ოცნების კომენტარის შესახებ
ელჩი დეგნანი: სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საზოგადოებაში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. სახალხო დამცველი ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იცავს ადამიანის უფლებებს, კარგ მმართველობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. ისინი ახორციელებენ მნიშვნელოვან ზედამხედველობას. მე მქონდა სასიამოვნო შესაძლებლობა შევხვედროდი სახალხო დამცველის წარმომადგენელს ბათუმში, ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებზეც ისინი ბათუმში მუშაობენ, მათ შორის ბავშვთა შრომაზე, ოჯახურ ძალადობაზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე – განსაკუთრებით სოფლად – მოქალაქეთა უფლებებზე და მთავრობის პასუხისმგებლობაზე. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ დემოკრატიაში და ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ოფისი თბილისში და აქ ბათუმში დაკომპლექტებულია პროფესიული და ერთგული კადრებით. ვფიქრობ, რომ ისინი შექებას იმსახურებენ და არა კრიტიკას. დიდი მადლობა!
შეკითხვა ქვეყანაში პოლარიზების განმუხტვის შესაძლებლობაზე
ელჩი დეგნანი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი ქვეყანაში იმ პოლარიზების განმუხტვაში, რომლის გამოც ეს ქვეყანა დიდი ხანია პარალიზებულია. მმართველ პარტიას აქვს განსაკუთრებული როლი ქვეყნის მართვაში, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლონ საკუთარი საქმის უსაფრთხოდ შესრულება, და მათაც პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად. ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა. ჩვენ ვნახეთ, როგორ იმუშავეს პარტიებმა ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, რომელმაც ცოტათი მაინც გააუმჯობესა ბოლო არჩევნები; მაინც იყო ბევრი დარღვევა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი აქვთ პარტიებს ერთად სამუშაო საქართველოსა და მათი ამომრჩევლების ინტერესების დასაცავად. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ ლიდერები ქვეყნის ინტერესს, ხალხის ინტერესზე წინ დააყენებენ ეს იქნება პოლარიზაციის დასაწყისის დასასრული. დიდი მადლობა!