Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან დაჭრილ მებრძოლთა საქველმოქმედო ღონისძიებაზე
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 15, 2021

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის უდიდესი პრივილეგიაა დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრება, რათა პატივისცემა გამოვხატოთ ასობით ქართველის მიმართ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სამსახურში, როგორც მეომრები, დაიჭრნენ. შეერთებული შტატებისთვის დიდი პატივია, რომ მარო მაყაშვილის სახელობის დაჭრილ მებრძოლთა რეაბილიტაციის ცენტის შექმნაში წვლილი შევიტანეთ, მათ შორის $4 მილიონის სახით, რაც ცენტრის ამუშავებაში დაეხმარა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ცენტრის მხარდაჭერას, რადგან ის საქართველოს დაჭრილი მებრძოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებაა. ბოლო ხანებში ჩვენ სრულად დავაფინანსეთ ორი დაჭრილი ჯარისკაცის მკურნალობა ამერიკაში. ეს არის შესანიშნავი და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს თავდაცვაში: ჯარისკაცები, მათი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები, ვინც მათ გვერდში უდგას. შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას დაჭრილ მებრძოლთა ცენტრთან, რაც მოიცავს ერთობლივ ძალისხმევას სარეაბილიტაციო ზრუნვის გაფართოებაში. დღევანდელის მსგავსი ღონისძიები არის შესაძლებლობა აღვნიშნოთ და მადლიერება გამოვხატოთ დაჭრილი მებრძოლებისა და მთლიანად, საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ, რა თქმა უნდა, მათი ოჯახებისა და გვერდში მდგომი ახლობლების ჩათვლით. ჩემთვის აქ ყოფნა ნამდვილი პატივია, რათა მათ მადლობა გადავუხადო და გამოვხატო შეერთებული შტატების პატივისცემა და მადლიერება მათ მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. მადლობა.