Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან განათლების მინისტრ ჩხენკელთან შეხვედრის შემდეგ
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
მარტი 9, 2020

ელჩი დეგნანი განათლების მინისტრ ჩხენკელთან შეხვედრაზე. ფოტო: საქართველოს განათლების სამინისტრო

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: „არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო და ნაყოფიერი თანამშრომლობა სამინისტროსთან მრავალი მიმართულებით: განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა გზა, თუ როგორ გავაფართოვოთ თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ USAID-ის ახალი ინიციატივა განათლების მიმართულებით, რომლის ბიუჯეტი 7 მილიონი დოლარია, ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას საშუალო განათლების გაუმჯობესების კუთხით, ასევე კარგად მიესადაგება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურისა და  სკოლების რეაბილიტაციის პროექტებს. ასე რომ, ეს არის ძალიან კარგი მოდელია, რათა გაძლიერდეს განათლების სისტემა საქართველოში. პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამაში ჩართვა და მეტი მოსწავლის დაინტერესება ხელს შეუწყობს საქართველოში ისეთი თაობის აღზრდას, რომელსაც უკეთ შეეძლება კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება და ექნება სწავლის ძლიერი ინტერესი.”