





ელჩი დეგნანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი
ელჩი დეგნანი დასავლეთის სარდლობის ხელმძღვანელებთან ერთად. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ელჩი დეგნანი გენერალ კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტებთან ერთად. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ელჩი დეგნანი იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი
ელჩი დეგნანი ქუთაისის ამერიკულ კუთხეში. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი
ელჩი დეგნანი იმერეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებთან ერთად. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი
ამ კვირაში ელჩი დეგნანი იმერეთის ულამაზეს რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა მომხიბვლელი ქალაქი ქუთაისი და მისი ისტორიული სასახლე, ოქროს ჩარდახი დაათვალიერა, სადაც ქართული ტრადიციული პოლიფონიის დიდებული ხმები მოისმინა.
ელჩი შეხვდა გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესა და მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს, რომელთაგანაც COVID-19-ის პანდემიაზე რეგიონის საპასუხო ქმედებებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების გეგმებზე მიიღო ინფორმაცია.
ელჩი, ასევე, შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.
ქუთაისის ამერიკულ კუთხეში ელჩი ადგილობრივ ახალგაზრდებს ესაუბრა, დაათვალიერა მათი შემოქმედება, და მიიღო ინფორმაცია კუთხის აქტივობებზე, რომელიც ახალგაზრდებს გამოწვევების გადალახვაში ეხმარება.
ვიზიტის მეორე დღეს ელჩმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი გაფართოებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ელჩი მოხარულია, რომ აეროპორტის გაფართოების მხარდაჭერით ამერიკის მთავრობა წვლილს შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.
ასევე, ელჩი შეხვდა დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელებს, რათა საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზაციული სტრუქტურასა და ქვეყნის ტერიტორიულ თავდაცვაში დასავლეთ სარდლობის როლს უკეთ გაცნობოდა.
შეხვედრის შემდეგ ელჩმა გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაათვალიერა და გაიგო, საშუალო სკოლის ბოლო სამი წლის მოსწავლეებისთვის, როგორ უთავსებს ერთმანეთს აღნიშნული სასწავლებელი ტრადიციულ სასწავლო გეგმასა და საწყის სამხედრო განათლებას.
ვიზიტის ბოლოს ელჩი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს იმერეთში არსებულ მედიაგარემოზე სასაუბროდ შეხვდა და ჟურნალისტებისგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღო ინფორმაცია.