Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის ვიზიტი შიდა ქართლში (7 ივლისი)
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ივლისი 7, 2020

დღეს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით მშენებარე საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში, მოენახულებინა ახლად გარემონტებული საბავშვო ბაღი და მონაწილეობა მიეღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში აქტივისტ ქალებთან, რომლებიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ.

ელჩის პირველი გაჩერება იყო სოფელი ყარაფილა, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ახლოს, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობს და სადაც მოეწყო კომბუჩას პროდუქციის მწარმოებელი ახალი საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონია. ეს საწარმო დაფინანსებულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID-ისა და საქართველოს მთავრობის მიერ. პროექტი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილს, მხარი დაუჭიროს და ინვესტიცია ჩადოს თემებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ცხოვრობენ.

მოგვიანებით ელჩმა სოფელ ქვეშში USAID-ის, ადგილობრივი მთავრობისა და ეუთოს დაფინანსებით განახლებული საბავშვო ბაღი მოინახულა, რაც დიდი მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია. ერთობლივი ძალისხმევის წყალობით 75 ადგილობრივი ბავშვი სწავლას დაიწყებს კარგად აღჭურვილ, უსაფრთხო და კომფორტულ შენობაში. ეს არის ამერიკის საელჩოს 2020 წლის მეორე დიდი პროექტი, რომელიც განხორციელდა ქვეშელი ბავშვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. იანვარში საელჩოს მონაწილეობით გაიხსნა ახლად გარემონტებული საჯარო სკოლა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ჰუმანიტარული დახმარების პროგრამამ დააფინანსა.

შინდა გორის რესტორანში ელჩი დეგნანი შეხვდა USAID-ის პროექტ ზრდის ბენეფიციარებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ციფრული მარკეტინგისა და რესტორნების მართვის პროგრამაში. რესტორნის მფლობელი ქეთა ლორთქიფანიძე 2019 წლის საქართველოს ხაჭაპურის ფესტივალის საამაყო გამარჯვებული. მისი ბიზნესი სხვა 500-მდე ბიზნესიდან ერთ-ერთია, რომელსაც USAID-მა ჩაუტარა ტრენინგები ბიზნესის დაგეგმვაში, მენიუს შედგენაში, საკვებისა და ღვინის შეხამებასა და მომხმარებელის მომსახურებაში.

დღის ბოლო შეხვედრის დროს ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში ელჩ დეგნანს ემოციური შეხვედრა ჰქონდა კონფლიქტით დაზარალებულ აქტივისტ ქალებთან. შეხვედრაზე სადაც მათ განიხილეს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საწუხარი. ელჩმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს მათი უწყვეტი ძალისხმევისათვის, ხელი შეუწყონ მშვიდობას და მათი თემების გაძლიერებას.