Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თავშესაფრის გახსნაზე
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ივნისი 25, 2020

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო თბილისში ახლად აშენებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის გახსნაში, რომელიც ბავშვების მცირე ჯგუფისათვის არის განკუთვნილი. პროექტის დამსახურებით ბავშვები იცხოვრებენ სახლის პირობებში და უკეთეს სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ეს პროექტი არის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილი, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას დიდი ბავშვთა სახლების დეცენტრალიზაციაში.

შეკითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი დეგნანი: დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წარმოაჩენს არა მხოლოდ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას, არამედ ემსახურება საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სეგმენტს. ეს იქნება სახლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის დაბადებიდან 18 წლამდე, რომლებიც მიიღებენ მაღალი ხარისხის ზრუნვას, სამედიცინო ზრუნვას, რათა შეძლონ შეზღუდულ შესაძლებლობებთან ადაპტირება და იმ უნარების განვითარება, რაც დაეხმარება მათ პროდუქტიული საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებაში, როდესაც ზრდასრულობის ასაკს მიაღწევენ. ამ პროექტისთვის ამერიკის ევროპის სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა (ODC) 1.2 მილიონი ლარი გამოყო; პროექტში ასევე ჩართული იყო ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსი და კორპორაცია “ელესჯი გამოყენებითი ტექნოლოგიები”. ასევე აღსანიშნავია USAID -ის მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რამაც ხელი შეუწყო ამ პროექტის წარმატებით დასრულებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ გახსნის ცერემონიალში მინისტრ ტიკარიძესთან და მერ კალაძესთან ერთად. გმადლობთ.

შეკითხვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ტეროროზმის ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით

ელჩი კელი დეგნანი: მადლობა ამ შეკითხვისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ტერორიზმის შესახებ ასახავს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა. ამ სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ, და ვფიქრობ, შედეგები რეალურია, სწორედ ესაა ასახული ამ პოზიტიურ ანგარიშში წელს. ჩვენ მოხარული ვართ და ძალიან ვამაყობთ რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან ტერორიზმის წინაარმდეგ ბრძოლაში, რაც რისკია და საფრთხე არამხოლოდ აქ, არამედ მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ვთვლი, რომ ერთად ნამდვილ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა აუცილებელია ამ ძალისხმევის გაგრძელება პარტნრიორებთან ერთად, როგორიც საქართველოა, რათა ვუზრუნველვყოთ სტაბულურობა საზოგადოებებში.

შეკითხვა ოპოზიუციური პარტიების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღებაზე, მანამ სანამ რურუა არ გათავისუფლდება

ელჩი კელი დეგნანი: ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ფასილიტატორებს არ სურთ შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებულ დეტალებზე კომენტარის გაკეთება. 8 მარტის შეთანხმება შედგა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის და ნამდვილად წარმატებაა, ის რომ ისინი წავიდნენ მოლაპარაკებაზე და საკმაოდ რთულ კომპრომისებზე ამ შეთანხმების მისაღწევად. ახლა ჩვენი სურვილია, და ყველას სურვილია, ვიხილოთ, შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. პარლამენტში უკვე გაიმართა ორი მოსმენით კენჭისყრა, შეთანხმების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ასევე აუცილებელია ერთობლივი განცხადების შესრულება, სადაც საუბარია მართლმსაჯულების პროცესში პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევით სამართალზე. ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილ წარმატებად ჩათვლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სრული მხარდაჭერით, მრავალპარტიული მხარდაჭერით, რაც ხელ შეუწყობს დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგულების წარმოჩენას და შემოდგომის არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ჩვენ გვესმის რომ ოპოზიცია, ზოგიერთი ოპოზიციული პარტია, თვლის, რომ შემდგომი ნაბიჯებია საჭირო ერთობლივი განცხადების შესასრულებლად. ჩვენ იმედი გვაქვს ეს ასე იქნება, შესრულდება შეთანხმება და იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო კანონპროექტი, რომელიც ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელ ეუთო /ოდირის რამდენიმე, მაგრამ არა ყველა რეკომენდაციას ასახავს. ჩვენი აზრით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის შეტანილი ამჟამინდელ კანონპროექტში და ჩვენი სურვილია, რომ ემ საკითხებიც აისახოს კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩევლების დარწმუნებას იმაში, რომ ოქტომბერში მათ ხმის მიცემა შეუძლიათ დაშინებისგან თავისუფალ და სამართლიან პირობებში, არჩევნების სანდო შედეგების უზრუნველსაყოფად.

შეკითხვის გაგრძელება: ოპოზიცია არ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაზე დასწრებას, რა იქნება თქვენი რჩევა

ელჩი კელი დეგნანი: ალბათ, ამ კითხვით ოპოზიციას უნდა მიმართოთ. ოპოზიცია ცდილობს შეასრულოს შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი წილი