Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი საქართველოს განათლების მინისტრს შეხვდნენ
(1 ივლისი)
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივლისი 1, 2020

ელჩი დეგნანი: შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ბატონ მინისტრთან. ჩვენ აქ ვართ, რომ ოფიციალურად გამოვაცხადოთ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული 7 მილიონიანი ზოგადი განათლების პროგრამის დაწყება, რომელიც ხელს შეუწყობს მინისტრის მიერ დაწყებული „ახალი სკოლის მოდელის” რეფორმის ფარგლებში გაწეულ საქმიანობას.

იმედი გვაქვს, რომ ამ ორი პროგრამის ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობა ხელს შეუწყობს საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ გაფართოებას, რომელიც ორიენტირებული იქნება დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე და მოიცავს მასწავლებელთა მომზადებას, ახალი სასწავლო მასალების შექმნას და გააგრძელებს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის, მშვიდობის კორპუსის, საელჩოს ინგლისური ენისა და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გაწეულ საქმიანობას. ჩვენ დიდად მოხარული ვართ შესაძლებლობით, გავაგრძელოთ მუშაობა მინისტრთან და განათლების სამინისტროსთან.