ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო


8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამერიკის საელჩო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას.