Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელ ქარხანას ეწვია
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
იანვარი 28, 2022

 

შეერთებული შტატები, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) „Food for Progress” პროგრამის საშუალებით, საქართველოს რძისა და საქონლის ხორცის სექტორებისა და სურსათის უვნებლობის სისტემების გაძლიერებას უჭერს მხარს. დღეს ელჩი კელი დეგნანი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში კახა მანჯავიძის საკუთრებაში არსებულ რძის გადამამუშავებელ ქარხანას ეწვია და გაეცნო, თუ როგორ დაეხმარა USDA-ს პროგრამა კახას რძის პროდუქტების საწარმოო პრაქტიკების გაუმჯობესებაში. USDA-ს ტექნიკური დახმარებით მას შეუძლია უვნებელი პროდუქტების წარმოება საფრთხეების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის სისტემის დანერგვით. USDA-ს დაფინანსებით შეძენილი ახალი ტექნიკა დაეხმარება კახას, თავისი ბიზნესი სტანდარტებთან უფრო შესაბამისი და წარმატებული გახადოს საერთაშორისო ბაზრებზე.