შეჯითხვა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშრებით
ელჩი კელი დეგნანი: დღეს აღინიშნება C ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა 2011 წელს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კვლავაც არის ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლაში. თითქმის 70 000 საქართველოს მოქალაქემ ჩაიტარა მკურნალობა, მოსახლეობის 70%-ს ჩაუტარდა კვლევა, დაგეგმილია 30% – ის მკურნალობა. ეს უსასყიდლო მკურნალობა უმნიშვნელოვანესია მათი სიცოცხლის გადასარჩენად, ვინც ამ დაავადებას ებრძვის. დღევანდელი დღე იმედის მომცემია და კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რამხელა წარმატებას მიაღწია საქართველომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
შეკითხვა აშშ-ის სახლემწიფო მდივნისა და პრემიერმინისტრ გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ: რა შეგიძლიათ, დაამატოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებას, რატომ გახდა საჭირო საქართველოს მთავრობისთვის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა?
ელჩი კელი დეგნანი: ყოველთვის დადებითი და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ლიდერები საუბრობენ ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და რეგულარული საუბარიც სხვადასხვა არხების საშუალებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრიავია, რომ ოქტომბრის არჩევნების მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია. საქართველოსთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა დაადასტუროს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისადმი ერთგულება. თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე, ამომრჩევლების დაშინებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვისგან თავისუფალი არჩევნების ჩატარება საუკეთესო საშუალებაა საქართველოსთვის, კარგად წარმოაჩინოს დემოკრატიული პრეცესების მიმართ ერთგულება.
შეკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის თხოვნა ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთოს შესაძლო წაშლილი მასალების მოკვლევაში
ელჩი კელი დეგნანი: იმ საქმეზე, რომელზედაც მიმდინარეობს გამოძიება კომენტარის გაკეთება არ იქნება მართებული. მინდა, გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი თამარის ოჯახისა და მეგობრების მიმართ. არაფერია იმაზე ტრაგიკული ვიდრე შვილის დაკარგვა, ძალიან ვწუხვარ.