Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის სიტყვა 4 ივლისის ღონისძიების შესახებ
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივლისი 2, 2021

ელჩი კელი დეგნანი: მე ძალიან ამაყი ვარ, რომ შემიძლია აღვნიშნო ამერიკის დამოუკიდებლობის 245-ე დღე ჩვენს ქართველ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. Სამწუხაროდ, კოვიდის გამო ჩვენ ვერ შევძელით ტრადიციულად დიდი ღონისძიების ჩატარება საელჩოში, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას. 4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკიელები ვზეიმობთ ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერას. Ეს არის დღე, როცა პატივს მივაგებთ იმ თავისუფლებებს, რომელთა დაცვისა და შენარჩუნებისთვისაც ბევრმა ჩვენგანმა იბრძოლა და ბევრი ჩვენგანი დაიღუპა. Ეს აგრეთვე არის დღე, როცა ამერიკელები დაფიქრდებიან იმ პრივილეგიებზე, რომელთაც ხშირად ბუნებრივ მოცემულობად აღვიქვამთ ხოლმე. Ეს პრივილეგიებია ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ღირებულებები. ეს არის ის მომენტი, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს დამფუძნებელ პრინციპებზე: თანასწორობასა და თავისუფლებაზე, პიროვნულ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე. Ეს ის ღირებულებებია, რომელთაც ამერიკელები და ქართველები იზიარებენ და სწორედ ამიტომ, ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, მქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად დღეს აქ ვიზეიმო ამერიკის დაბადების დღე და ხაზი გავუსვა ქართულ-ამერიკული მეგობრობის მნიშვნელობას. Მადლობა, დიდი მადლობა!