Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის სიტყვა 30 წლის საიუბილეო კონცერტზე
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
მარტი 26, 2022

ელჩი კელი დეგნანის სიტყვა 30 წლის საიუბილეო კონცერტზე

მოგესალმებით! მე ვარ კელი დეგნანი, ამერიკის ელჩი საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს.

ოფიციალურად დიპლომატიურ ურთიერთობას 1992 წლის 24 მარტს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ამერიკამ პირველი დიპლომატიური ურთიერთობა 100 წლის წინ 1890 წელს ბათუმში დაიწყო. ჩვენს ერებს მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებს.

ამერიკელი ხალხი თავიდანვე სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხს და თქვენს სურვილს – საქართველო იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. წლების განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ ოჯახში.

ეს არის ხედვა, რომლის განხორციელებასაც სჭირდება შრომა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსები. ეს არის მიზანი, რომელიც მოითხოვს ერთგულებას თავისუფლების, ადამიანის უფლებების და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი, რომელიც საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო ჯერ კიდევ თამარ მეფის და ილია ჭავჭავაძის დროს.

ამერიკა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს შექმნას ძლიერი და უსაფრთხო დემოკრატია. ამერიკამ დახმარებისთვის $6 მილიარდი აშშ. დოლარი გამოუყო საქართველოს, გადაამზადა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 6000-ზე მეტი ადამიანი ამერიკაში იმყოფებოდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. ასევე, ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ მმართველობას, და სხვა მრავალ ინიციატივას.

რატომ? იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოს მოსახლეობის. გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. გვჯერა საქართველოს წარმატებული დემოკრატიის.

უკრაინაში განვითარებული სასტიკი აგრესია, ყველა ჩვენგანზე მოქმედებს, მაგრამ ასევე საოცარია როცა უყურებ იმ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იცავენ თავიანთ მიწას რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შემოჭრისგან. რუსეთიგან, რომელიც არღვევს ყველანაირ სამოქალაქო ნორმებს. ქართველებმა კარგად იციან რა არის ოკუპაციით გამოწვეული შიში და შევიწროება.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ უნდა ვიყოთ ერთად ის მოკავშირეები, ვისაც უყვარს თავისუფლება და რატომაა ამ დროს პარტნიორობა ასეთი მნიშვნელოვანი. სწორედ ეხლაა ერთიანობის და სოლიდარბის დრო, როცა დავდექით რევანშისტული რუსეთის მიზნის წინაშე – ძირი გამოუთხაროს მის მეზობლებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემას.

ვამაყობ, საქართველოს მიერ ამ 30 წელიწადში მიღწეული წარმატებებით და ამერიკის წვლილით, რომელიც მხარს უჭერს საქართელოს სტაბილურობას, წარმატებულ და ევროპულ დემოკრატიას. ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა. ამ პარტნიორობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო, რამაც გააუმჯობესა საქართველოს ათასობით მოქალაქის ცხოვრება.

30 წელი. დიდი დროა- მაგრამ ასევე მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს დიდი გამარჯვება იქნება, როცა ის შექმნის წარმატებულ უსაფრთხო და ძლიერ დემოკრატიას. ამერიკელი ხალხი ამაყობს, რომ ამ ისტორიის ნაწილია.

გთხოვთ, წუთიერი დუმილი მივაგოთ მათ ვინც უკრაინაში თავისუფლებას სწირავს თავს!