ელჩი კელი დეგნანის კომენტარი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ
შეკითხვა შეხვედრის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა, სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განმეხილა. სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთრებით აქ, საქართველოში, როდესაც ქვეყანა მუშაობს ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებზე. აშშ გააგრძელებს სახალხო დამცველის ოფისთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში.