Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივლისი 30, 2020

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სარდალთან. პოლკოვნიკმა განიხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დასავლეთის სარდლობას აკისრია საქართველოში ამ ნაწილის დასაცავად. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი მამაკაცები და ქალები ასრულებდნენ COVID-19-სგან თავდაცვის მომზადებაში. ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს დანაყოფი ქუჩებში იდგა და იცავდა ქართველ ხალხს, მონაწილეობდა შემოწმებებში და, მართლაც, ცენტრალური როლი ითამაშა ქვეყნის საპასუხო ქმედებაში ამ უპრეცედენტო საგანგებო სიტუაციისას. ძალიან გამამხნევებელია იმის მოსმენა, თუ რა მაღალი დონის თანამშრომლობა და თანამონაწილეობა არსებობს საქართველოსა და აშშ-ის შორის, რომელიც მოიცავს წვრთნებს, აღჭურვასა და სტრუქტურულ საკითხებზე მუშაობას. ეს არის ძალიან მტკიცე პარტნიორობა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დგას საქართველო და ამერიკა გვერდი-გვერდ მსოფლიოს მრავალ წერტილში, მათ შორის, ავღანეთში.