კელი დეგნანმა სალომე ზურაბიშვილს და დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელი წარუდგინა. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი კელი დეგნანმა სიგელი წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. ფოტო: MFA საქართველო

ელჩ კელი დეგნანს პატივი ხვდა, რწმუნებათა სიგელი წარედგინა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის. დღეიდან ელჩი დეგნანი ოფიციალურად შეუდგება საქართველოში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას.
ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრისადმი რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ
კითხვა შეხვედრის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე ასეთი დიდი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ასევე ვიმუშავებთ ამერიკა – საქართველოშორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა გვაკავშირებს. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით, კიდევ უფრო განვამტკიცებთ ამ ურთიერთობას. მადლობა.