Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პრეზიდენტის სასახლეში
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივლისი 31, 2020

კითხვა: თქვენი აზრით უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა გიორგი რურუა და ამ შემთხვევაში ჩათვლით თუ არა, რომ  8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდა?
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: რა თქმა უნდა, შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ჩემი აზრით, მან ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა წინა ორ შემთხვევაში, რაც ემსახურებოდა პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზებას, საბოლოოდ, გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა. 8 მარტის შეთანხმება შეიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას სასამართლო პროცესებში პოლიტიკური გავლენების არიდების შესახებ და ამ პირობას ვადა არ აქვს. ეს იყო პირობა, რომელიც მხარეებმა დადეს და რომელიც ვრცელდება წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. დიდი მადლობა!