Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 3, 2020

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი (მარცხნივ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე მიმართულება, რომელშიც საკმაოდ ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს: თავდაცვა, განათლება, საქართველოს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია და ეკონომიკური ურთიერთობა. ჩვენ განვიხილავთ შესაძლო გზებს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გასამყარებლად. აქამდე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და საქართველოს პროგრესი ამჟამად ძალიან შთამბეჭდავია. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და დღევანდელი შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა ერთად განგვეხილა საკითხები სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.