ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ
კითხვა შეხვედრის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველჰყოს კეთილდღეობა ყველა რეგიონში, არამხოლოდ ცალკეულ რეგიონებში.ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობისა და საზღვაო მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და მის სამინისტროსთან. ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას მეტი ამერიკული ინვესტიციებით საქართველოში.