Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივნისი 22, 2020

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მერთან, ბატონ კალაძესთან. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რაც ჩვენსა და ქალაქ თბილისს შორისაა; შეხვედრისას ასევე ვისაუბრეთ ღია მმართველობის პარტნიორობაზე, რომელშიც თბილისი მონაწილეობს, შევეხეთ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ინიციატივას, რომლის მიზანიც თბილისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მერიის გუნდის დახმარებაა. ჩვენ მოუთმენლად ველით მერთან და ქალაქ თბილისთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მრავალ ინიციატივაზე მუშაობას. მართლაც, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან მიხარია რომ მომეცა მერთან შეხვედრის შესაძლებლობა.