Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ (14 ივლისი)
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივლისი 14, 2020

People seated at a conference table.
კითხვა შეხვედრის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის] თავმჯდომარესთან. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი აჭარაში, ბათუმში, რომელიც ძალიან ლამაზი, აშკარად დინამიური და შთამბეჭდავი ქალაქია. მოხარული ვარ, რომ მქონდა დრო გავსაუბრებოდი თავმჯდომარეს და განგვეხილა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ამერიკის სხვადასხვა მიმდინარე ინიციატივები ამ რეგიონში. ჩვენ მისი მხარდაჭერის მადლიერი ვართ ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა გემების ვიზიტები. USS Porter ახლახან სტუმრობდა ბათუმს და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია იმ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონს აქვს NATO-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ, ასევე, ძალიან ვამაყობთ, რომ [ბათუმის] ბიბლიოთეკაში გვაქვს ამერიკული კუთხე. ამ პროექტში მხარდაჭერისთვისაც მადლობელი ვართ, რადგან ის აძლევს ადგილობრივებს საშუალებას იყვნენ ერთობლივად ჩართულები. იქ [ამერიკულ კუთხეში] ბევრი ინოვაციური იდეა იბადება და რაც მთავარია, კარგი სივრცეა ამერიკელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პირადად შევხვედროდი თავმჯდომარეს, გავსაუბრებოდი სირთულეებზე, COVID-სა და ეკონომიკური აღდგენის პროცესზე და ასევე, გვესაუბრა რამდენიმე ძალიან დადებით მიმდინარე საკითხზე, რომელსაც ერთობლივად ვასრულებთ. გმადლობთ!