Flag

An official website of the United States government

ელჩის მოადგილე რუდი ეწვია ახლად გარემონტებულ კლინიკას ლამისყანაში, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლო
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივნისი 11, 2020

დღეს ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდი და სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ახლად გარემონტებულ კლინიკას ეწვივნენ ლამისყამანაში. მათთან ერთად იყვნენ კასპის მერი თამაზ ტატანაშვილი, კასპის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე და კლინიკის დირექტორი ზურაბ ჯალაბაძე. მათ ისაუბრეს კლინიკის მნიშვნელოვან როლზე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაში. ლამისყანის კლინიკა მოსახლეობას სთავაზობს ჯანმრთელობის დაცვის პრევენციულ სერვისებს, მათ შორის ლამისყანის, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და ოძისის გამშვები პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ კვიტის მოსახლეობის ვაქცინაციას. ყოველთვიურად 90-მდე ადამიანი მიმართავს კლინიკას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. სარემონტო სამუშაოები აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიაცია „Spirit of America”-ს მეშვეობით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად დაფინანსდა. ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდმა კლინიკას ოჯახებისათვის მოსაცდელ ოთახში ყოფნის დროს წასაკითხად აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებიდან საჩუქრად გადასცა წიგნები.