სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა
სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა. თანაშემწის მოადგილე ოლსონი შეხვდება პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. ასევე, ის დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს.