თბილისი, საქართველო — აშშ–ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) და ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა დღეს გამოაცხადეს ახალი ტექნიკური დახმარების პარტნიორობის დაწყების შესახებ, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოში დევნილ უკრაინელებს. DFC-ის მხარდაჭერა საშუალებას აძლევს ჰოსპიტალს გაუწიოს უკრაინელებს ძალიან საჭირო ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურება, რასაც ისინი სხვაგვარად ვერ მიიღებდნენ საქართველოში დროებით ყოფნისას. ამჟამად საქართველოში 28 ათასი უკრაინელი ლტოლვილია.
„DFC-ის ახალი ტექნიკური დახმარების პარტნიორობა ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან ეფუძნება ჩვენს ძლიერ, არსებულ პარტნიორობას და სარგებელს მოუტანს საჭიროების მქონე უკრაინელებს“, – თქვა DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ნათანმა. „DFC მოწოდებულია მხარი დაუჭიროს ჩვენს პარტნიორებს მთელს აღმოსავლეთ ევროპაში გონივრული ინვესტიციების მეშვეობით, როგორიც ეს პარტნიორობაა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ომის ფონზე.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი ამაყობს DFC-თან პარტნიორობით, რაც გულისხმობს ჯანდაცვის კრიტიკული სერვისების გაფართოებას საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის“, – თქვა გრეგორი კუნცმა, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი–ის თავმჯდომარემ.” DFC-ის მხარდაჭერით, ჩვენ ვაფართოებთ საავადმყოფოს სერვისებს, რათა ჯანდაცვის მომსახურება შევთავაზოთ უკრაინელებს, რომლებსაც არ აქვთ ჯანდაცვაზე სხვაგვარი წვდომა, რუსეთის ომის გამო საკუთარი ქვეყნიდან გამოქცევის შემდეგ. მოუთმენლად ველით ჩვენი ჯანდაცვის სერვისების გაფართოებას, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას და ქართული სამედიცინო სერვისების რუკაზე ახალი ნიშანსვეტის დამკვიდრებას“.
DFC და ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ხელმძღვანელობამ განაცხადა ახალი ტექნიკური დახმარების პარტნიორობის თაობაზე გრანტის ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის თანამედროვე საავადმყოფოს შენობაში, თბილისში 2022 წლის 22 ივნისს. ეს ახალი ინვესტიცია ეფუძნება DFC-ის მნიშვნლოვან მხარდაჭერას ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისთვის, რომელმაც მიიღო $18 მილიონი DFC-ის დაფინანსება საწყისი მშენებლობისთვის, რაც 2021 წლის სექტემბერში დასრულდა. ტექნიკური დახმარების პარტნიორობა ასევე საშუალებას მისცემს ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს გაზარდოს და გააფართოვოს სერვისები, გააძლიეროს საქართველოს ჯანდაცვის სექტორი გრძელვადიანი განვითარების მხარდასაჭერად.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისთვის მნიშვნელოვანია პაციენტზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და იგი შეეცდება მიიღოს აკრედიტაცია Joint Commission International-ისგან. საავადმყოფოში განთავსებულია რამდენიმე სანიმუშო ცენტრი მათ შორის შემდეგი სპეციალიზაციით: გულის, სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებები ; ნეირომეცნიერება და ნევროლოგია; მოწინავე და მინიმალურად ინვაზიური ქირურგია; ორთოპედია; და ამბულატორიული მოვლა.
აშშ–ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) არის აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი. DFC პარტნიორობს კერძო სექტორთან, რომ დააფინანსოს განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე კრიტიკული გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტილებები. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია. DFC ასევე უზრუნველყოფს ფინანსებს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალებისთვის განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC ინვესტიციები პასუხობს მაღალ სტანდარტებს და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისა და მომუშავეთა უფლებებს.