




ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერას, რომელიც პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ქვეყნის დაცვა მასობრივი განადგურების იარაღისაგან. ამ კვირას თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჩუქრად გადასცა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც დაეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენასა და იდენტიფიცირებაში, ამასთან აღჭურვილობას ახლავს საჭირო სარემონტო ხელსაწყოები.
უფრო ზუსტად, ეს აღჭურვილობა გამოიყენება იმპროვიზირებული მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ შეტევაზე საპასუხოდ.
აღჭურვილობის მოხმარება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, რისთვისაც თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო უზრუნველყოფს ქართველი პარტნიორების აუცილებელ სწავლებას.