

ამა წლის 26 აპრილს, ბუდაპეშტის სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიამ (ILEA) საუკეთესო ოპერატიული საქმიანობისათვის აკადემიის დღის ჯილდო გადასცა გიორგი ქურდაძეს აკადემიის ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში კორუფციასთან ბრძოლისა და გამოძიების ეფექტურად განხორციელების საქმეში. ბ-ნ ქურდაძის ჯილდო ერთ-ერთია სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) იმ სამი ჯილდოდან, რომელსაც ბიურო მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასცემს. მასთან ერთად აღნიშნულ ცერემონიას ბუდაპეშტში ესწრებოდა INL-ის დირექტორი ქ-ნი სარა რუპერტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორ სხვა ნომინანტთან ერთად. INL აფინანსებს და მხარს უჭერს ბუდაპეშტის სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიას (ILEA), რომლის მიზანია მონაწილე ქვეყნებში სამართალდამცავი ორგანოების, კანონმდებლობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა რეგიონული სისხლის სამართლის ტრენინგების გზით. 1995 წელს დაარსებიდან დღემდე, ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების 24,000-ზე მეტმა წარმომადგენელმა დაამთავრა ბუდაპეშტის სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემია (ILEA).