Flag

An official website of the United States government

ინფორმაცია თავშესაფრისა და თავშესაფრთან დაკავშირებული სერვისების შესახებ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 29, 2022

ყოველ წელს ადამიანები შეერთებულ შტატებში ეძიებენ თავშესაფარს, დევნისა თუ სავარაუდო დევნის შიშით მათი რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის წევრობისა თუ პოლიტიკური აზრის გამო.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თავშესაფარი თუ ფიზიკურად იმყოფებით შეერთებულ შტატებში და არ ხართ აშშ-ის მოქალაქე. დეტალური ინფორმაცია განაცხადთან დაკავშირებით იხილეთ აქ: https://www.uscis.gov/humanitarian/refugees-and-asylum/asylum

თბილისში, აშშ-ის საელჩოში თავშესაფართან დაკავშირებული სერვისები არ არის, არც სხვა აშშ-ის საელჩოებში.

საქართველოში თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოს მთავრობა არეგისტრირებს. დამატებითი ინფორმაცია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთათვის ხელმისაწვდომია გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში: https://help.UNHCR.org/Georgia.