Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანი ზემო სვანეთის მიტროპოლიტს და ფოთის ეპისკოპოსს შეხვდა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივლისი 21, 2022

საქართველო და შეერთებული შტატები იზიარებენ რწმენის ძლიერ ტრადიციას, რელიგიური ტოლერანტობის სულისკვეთებასა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას. სამეგრელო-ზემო სვანეთში ელჩი დეგნანი სულიერ წინამძღოლებს შეხვდა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა დაუდასტურა. ორ ათწლეულზე მეტია ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ქვეყნის უნიკალური კულტურისა და ისტორიის, მათ შორის ხატებისა და ეკლესიების შესანარჩუნებლად. მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი გვესაუბრა მრევლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე სვანეთში, რომელშიც ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი მუდმივად დასახლებული ქალაქიც შედის. ელჩი დეგნანი ასევე შეხვდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რომელსაც ახლახან ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიისგან დოქტორის საპატიო ხარისხის მინიჭება მიულოცა და მოისმინა მის საქმიანობაზე, რომელსაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის რანგში ახორციელებს.