Flag

An official website of the United States government

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შესახებ
ავტორი
10 წუთიანი საკითხავი
იანვარი 31, 2022

დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოზე დეტალურად წარმოადგინა იმ საფრთხის სრული შინაარსი, რომელსაც რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის. ჩვენ ნათლად დავანახეთ საერაშოისო საზოგადობას, რა საფრთხე ექმნება არა მარტო უკრაინას, არამედ გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს და თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს.    

თუ რუსეთი გულწრფელია იმაში, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩვენ საერთო შეშფოთებს საპასუხოდ დიალოგს გზას მიმართავს, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები კეთილსინდისიერად გააგრძელებ ამ პროცესში ჩართულობას. ხოლო, თუკი  ამის მაგივრად რუსეთი ჩამოშორდება დიპლომატიის გზას და თავს დაესხმება უკრაინას, ამ შემთხვევაში რუსეთი პასუხს აგებს და დადგება სწრაფი და მკაცრი შედეგების წინაშე.  

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ემზადებიან მსგავსი სცენარისათვის.  მსოფლიომ ნათლად უნდა დაინახოს, რით ემუქრება მას რუსეთის ქმედებები და იყოს მზად, უპასუხოს ამ ქმედებებით გამოწვეულ რისკებს, რაც ყველა ჩვენგანს ეხება. უშიშროების საბჭოს დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გადადგმული იმისკენ, რომ მსოფლიო დაირაზმოს და ერთხმად გამოთქვას თავისი პოზიცია, რომ უარყოფს ძალის გამოყენებას, მოუწოდებს სამხედრო დეესკალაციისაკენ, მხარს უჭერს დიპლომატიას, როგორც წინსვლის საუკეთესო გზას და მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფო იყოს პასუხისმგებ, თავი შეიკავო მათი მეზობლების წინააღმდეგ  სამხედრო აგრესიის გამოყენებისაგან.