პორტატული რადიოგადამცემები საჩუქრად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს
შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა პორტატული რადიოგადამცემები. ინსპექტორის სამსახურის ამ დეპარტამენტმა ახლახან შეითავსა სამართალდამცავებისა და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიება. ამერიკის საელჩო გეგმავს, გააგრძელოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა, რათა ამ სამსახურმა წარმატებით განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.



