ნებისმიერი პიროვნება შეიძლება გახდეს დეზინფორმაციის სამიზნე, ამიტომაც ყველა ჩვენგანმა უნდა განივითაროს მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან, რათა განმტკიცდეს საქართველოს მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სწორი ინფრომაცია.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია წინ უძღვება ქვეყნის ძალისხმევას დეზინფორმაციიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ინფორმაციის გადამოწმების პლატოფრმები, რომელიც ხელს უშლის ტყუილი ნარატივების გავრცელებას და უზრუნველყოფს ფაქტებზე დაფუძნებულ კონტრარგუმენტებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში ხელს უწყობს რეგიონულ მედია საშუალებებს, რომელიც ემსახურება უმცირესობათა წარმომადგენლებს და ოკუპირებულ ტერიტორიებს და მათ რუსულენოვანი საშუალებების ახალი ამბების ალტერნატიულ წყაროს აწვდის. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ უნივერსიტეტებს, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდა ჟურნალისტებს ტრენინგებითა და ტექნიკური რესურსებით. USAID-ის მისია, ამჟამად, მუშაობს დეზინფორმაციის საწინააღმდეგო დამოუკიდებელი პროგრამის შექმნაზე, რათა უკეთ დააკავშიროს ერთმანეთს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და სხვა არატრადიციული აქტორების ძალისხმევა.
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა კომიტეტს მოკვლევის პროცესში, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივამ კი ორი დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვით ხელი შეუწყო ანგარიშის მომზადებასა და დასრულებას.