Flag

An official website of the United States government

საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონი სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივლისი 9, 2021

ვულოცავთ საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებს. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას. გასული შვიდი წლის განმავლობაში სულ 7, 078 ქართველი ჯარისკაცმა გაიარა წვრთნები და იმსახურა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებისათვის სიცოცხლეს რისკავენ და რომლებიც განასახიერებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას.

დღეს ელჩი კელი დეგნანი პირადად მიესალმა სამშობლოში დაბრუნებულ 32-ე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებს და მისიის წარმატებით დასრულება მიულოცა. „ქართული განლაგების პროგრამის წარმატება ზრდის თავსებადობას ნატოსა და აშშ-ის ძალებთან, აკავებს პოტენციურ მოწინააღმდეგეებს და მეგობარსა და მტერს თანაბრად ატყობინებს, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერი ვართ!” – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.