Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია დაეხმარა საერთაშორისო ოპერაციას, რომელმაც 368 კგ (811 ფუნტი) „ჰეროი
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ივლისი 29, 2021

გასულ კვირას საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის საელჩოებთან არსებული ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოფისების დახმარებით, საერთაშორისო ოპერაციამ წარმატებით ამოიღო 368 კგ (811 ფუნტი) „ჰეროინი”. ოპერაცია, რომელზე მუშაობაც რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკრაინის ტერიტორიაზე სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ნარკომოვაჭრეებმა ირანიდან უკრაინაში საქართველოსა და სომხეთის გავლით სცადეს კომერციულ ტვირთში დამალული, 24 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების „ჰეროინის” გადატანა, შემდგომში მისი ცენტრალურ ევროპაში გაყიდვის განზრახვით. 22 ივლისს უკრაინაში დააკავეს თურქეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებული ბრალდებებით 12 წლით პატიმრობა ემუქრებათ.