Flag

An official website of the United States government

აშშ-ის საელჩო და ბათუმის ამერიკული კუთხე ხულოს ახალგაზრდული პლატფორმის გრანდიოზულ გახსნას აღნიშნავენ
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
მარტი 7, 2020

მარჯვ/მარცხ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შვაიცერი და ხულოს მერი ბერიძე ლენტის გაჭრისას. სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთრინ შვაიცერმა  ხულოს ახალგაზრდული პლატფორმის გრანდიოზული გახსნა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. ეს პროექტი ბათუმის ამერიკული კუთხის პროექტის, თემის ელჩების ფარგლებში იყო ინიცირებული ხუთი ახალგაზრდის მიერ. ხულოს გუნდი რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველკვირეულად მგზავრობდა ბათუმში, რათა შეესწავლა თემის საჭიროებების შეფასება, მდგრადი პროგრამის შედგენა და საპროექტო განცხადებების წერა. მათ წარმატებით გაიარეს აშშ-ის საელჩოს დაფინანსების მოსაპოვებელი კონკურსი და ასევე მიიღეს საკმაო ფინანსური მხარდაჭერა ხულოს მუნიციპალიტეტისაგან, ხულოს კულტურული ცენტრის ბიბლიოთეკაში სივრცის გასარემონტებლად. ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ და აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთრინ შვაიცერმა ერთად გაჭრეს ლენტი.

თემის ელჩები ახალგაზრდულ პლატფორმაზე მოაწყობენ პროგრამების სერიას, რომ განათლება მისცენ თანატოლებს კრიტიკული აზროვნების, კარიერული განვითარების, ქალთა გაძლიერებისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. პლატფორმის პროგრამებით ისარგებლებენ მთიანი აჭარის 20-ზე მეტი სოფლის ახალგაზრდები. აშშ-ის საელჩო ამაყად უჭერს მხარს ხულოს ახალგაზრდებს და მათ ძალისხმევას, შექმნან მეტი არაფორმალური განათლების შესაძლებლობები საკუთარ თემში. საქართველოს მასშტაბით ამერიკულ კუთხეებში ჩატარებული თემის ელჩის პროექტის ფარგლებში 180-ზე მეტ ახალგაზრდას ლიდერობის ტრენინგი ჩაუტარდა და ახალგაზრდებს დაუფინანსდათ 19 მცირე პროექტი საკუთარ თემებში განსახორციელებლად.